საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, 

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

Ministry of Internally Displaced Persons from the Occupied Territories, 

Labour, Health and Social Affairs of Georgia

KA030172698432620

საქართველო, თბილისი 0119, აკ.წერეთლის გამზ.144; ტელ.: (+995 32) 251 00 11; ცხელი ხაზი: (+995 32) 251 00 26; 15 05; ელ.ფოსტა: info@moh.gov.ge
144 Ak.Tsereteli ave., 0119, Tbilisi, Georgia; Tel: (+995 32) 251 00 11; Hot line: (+995 32) 251 00 26; 15 05; E-mail: info@moh.gov.ge

   № 01/8931 31 / ივლისი / 2020 წ.    
სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა
და გადაუდებელი დახმარების ცენტრის
დირექტორს ბატონ ავთანდილ თალაკვაძეს


ბატონო ავთანდილ,

გიგზავნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 8 აგვისტოს № 01/17781 წერილს იაპონიის საელჩოს თანდართულ ნოტასთან ერთად, რომელიც ეხება 2021 ფისკალური წლის განმავლობაში (2021 წლის აპრილი - 2022 წლის მარტი) იაპონიის ოფიციალური განვითარების დახმარების (ODA) მიღების მიზნით საპროექტო განაცხადების წარდგენის საკითხს.

პირველ ეტაპზე პროექტებს განიხილავს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (Japan International Cooperation Agency, JICA) საქართველოს ოფისი, რომელიც დამადასტურებელ წერილთან (confirmation letter) ერთად საპროექტო განაცხადს გადასცემს იაპონიის საელჩოს. JICA-ს დამადასტურებელი წერილი არ გულისხმობს პროექტის დაფინანსების დამტკიცებას, არამედ უზრუნველყოფს პროექტის მეორე ეტაპზე გადასვლას (იაპონიის საელჩოში განსახილველად).

სააგენტოდან მიღებული დამატებითი ინფორმაციის თანახმად გაცნობებთ, რომ იაპონიის მხარე განიხილავს იმ მიმართულებით წარდგენილი საპროექტო განაცხადების მეორე ეტაპზე გადასვლის/დაფინანსების შესაძლებლობას, სადაც მათი ექსპერტების მიერ უკვე ჩატარებულია არსებული სიტუაციის შეფასება/ანალიზი. ასეთად დასახელდა ექთნების გადამზადება/კვალიფიკაციის ამაღლება და რეგიონებში პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ, განიხილოთ თანდართული კორესპონდენცია და მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე მოგვაწოდოთ ინგლისურ ენაზე შევსებული სააპლიკაციო ფორმა, რეგიონებში ამბულატორიული დაწესებულებების გაუმჯობესების მიმართულებით. 

პატივისცემით,


 

ადმინისტრაციის უფროსი, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი
თინათინ ხარძიანი